The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნადეჟდა გვაძაბია

Legal name:ნადეჟდა ერესენკოვა
Date of birth:28 December, 1930
Date of death:2011  (at 80 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: უკრაინის რესპუბლიკა, ზაპოროჟიეს ოლქი, ქ. მელიტიპოლი.

დაამთავრა ლვოვის დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტი 1954 წელს.

1955 წლიდან მუშაობდა სენაკის ხალიჩების კომბინატში. წარმოშობით პოლონელი მხატვარი საქართველოში გაეცნო გამოყენებითი ხელოვნების მდიდარ ტრადიციებს, შექმნა ესკიზები გობელენებისა და ხალიჩებისათვის. მათში ქართული ეროვნული ორნამენტის პლასტიკურობა ორგანულადაა შერწყმული ქართული ტაძრების მოხატულობის მსუბუქ, ჰაეროვან კოლორიტთან. მისი ესკიზებით შექმნილი ხალიჩები წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოწყობილ მრეწველობის საერთაშორისო გამოფენებზე: იზმირი (1968), პარიზი (1970), ბაზელი (1971), კაირო (1972 ), ბერლინი (1973), ბრიუსელი (1973).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.605

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: