შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ხუხუნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1994წწ. სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ტექნოლოგი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1989), სამართალმცოდნე (2000), სამოქალაქო საქმეთა სერტიფიცირებული ადვოკატი (2005). არის სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 425; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 415 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |