The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბენიამინ გოგიშვილი

Date of birth:6 April, 1925
Date of death:28 October, 1982  (at 57 years)
Category:Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი, სოფელი მარანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიულ–გეოლოგიური ფაკულტეტი 1955 წელს.

1955 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ა. თვალჭრელიძის სახელობის კავკასიური მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში; 1976 წლიდან იყო ჰიდროთერმული პროცესებისა და მინერალთა სინთეზის განყოფილების გამგე; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და 4 მონიგრაფიის ავტორი; საქართველოში ორი ახალი მიმართულების(ჰიდროთრმულად შეცვლილი ქანების პეტროლოგია და ექსპერ. მინერალოგია) ფუძემდებელი; შეისწავლა კავკასიური სხვადასხვა ტიპის ენდოგენური საბადოები, შეიმუშავა რეგიონული მეტალოგენიური ანალიზისა და საბადოების პროგნოზირების ახლებური საფუძვლები, დაადგინა ფერადი იშვიათი და კეთილშობილი ლითონების ფორმირების კანონზომიერებები; მისი გამოკვლევები საფუძვლად დაედო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ოქროს საბადოების ძებნასა და პროგნოზირებას; შეიმუშავა ბუნებრივი მორდენიტის ტიპის ცეოლითის, ნატრიუმიანი მეტასილიკატისა და ვულკანური მინისაგან მინერალების მიღებისა და გალენიტის გადამუშავების იაფი და ეფექტური მეთოდი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; გეოლოგ–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.63

Bibliography


Share: