შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გველესიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1928 წელს. მუშაობდა უმაღლეს საგეგმო ორგანოებსა და საქართველოს მინისტრთა საბჭოში. 1931 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის სახალხო მეურნეობის საბჭოში, ხოლო 1935-1948წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომისიაში განყოფილების გამგედ. იგი უშუალოდ მონაწილეობდა რესპუბლიკის მსხვილი ქალაქების განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაში. 1947 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწედ. სახელმწიფო ორგანოებში მოღვაწეობას იგი უთავსებდა ნაყოფიერ მეცნიერულ მუშაობას. 1953 წლიდან დაინიშნა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილების გამგედ. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შქმნილი და გამოცემულია მრავალი შრომა, მიძღვნილი რესპუბლიკის საწარმოო ძალთა განვითარება-განლაგების პრობლემისადმი, მოსახლეობისა და ქალაქების გეოგრაფიის, სამრეწველო კვანძების ფორმირების, ეკონომიკური გეოგრაფიის ზოგადი თეორიის, ეკონომიკური დარაიონებისა და სხვა საკითხებისადმი. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულ და მასობრივი ტირაჟით გამოქვეყნებულ შრომებში მოცემულია საქართველოსა და მისი ცალკეული რაიონების ბუნების, მოსახლეობისა და მეურნეობის კომპლექსური დახასიათება. იგი 100-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორია. მან ერთ-ერთმა პირველმა განიხილა 1960-იან წლებში საქართველოს მთიანი რეგიონების პროგრამა, გააშუქა მათი საწარმოო ძალების განვითარების საკითხები და დასახა კონკრეტული რეკომენდაციები. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1967). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს სსრ სამრეწველო წარმოების სპეციალიზაციის საკითხებისათვის", დაიცვა 1952 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს სსრ-ში სოციალისტური წარმოების განვითარებისა და განლაგების საკითხები", დაიცვა 1965 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თბ., 1997.–გვ.607; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.74 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |