შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახი ხუციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: თელავის რაიონი, სოფელი ართანა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტი. 1954 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი; როგორც ილუსტრატორი თანამშრომლობდა გამომცემლობებთან "ნაკადული", "მერანი", "საბჭოთა საქართველო", "ცოდნა". გააფორმა ფილმები: "მაგდანას ლურჯა" (1954), "ჩვენი ეზო" (1957), "სხვისი შვილები" (1958), "მაია წყნეთელი" (1959), "დიდოსტატის მარჯვენა" (1970), "თეთრი ბაირაღები" (1989) და სხვ. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 425 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |