The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ხურციძე

თეიმურაზ ხურციძე
Date of birth:9 May, 1945  (79 years)
Category:Economist, Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი  სპეციალობით პურის ცხობის, მაკარონისა და საკონდიტრო წარმოების ტექნოლოგია 1970 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა და დაგეგმვა 1980 წელს.

1962-1968წწ. საქართველოს ცეკვის აკადემიური ანსამბლის სოლისტი; 1964-1969წწ. საქართველოს სახალხო ცეკვის დამსახურებული ანსმბლის არტისტი; 1970-1984წწ. კვების მრეწველობის სამინისტროს ინჟინერი, ეკონომისტი, განყოფილების უფროსი; 1970-1971წწ. თბილისის კაფეებისა და რესტორნების ტრესტის რესტორან "დიდუბის" საოჯახო სამზარეულოს ცომის მზელავი; 1971-1984წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს საქკვებმომარაგება-გასაღების სამმართველოს ეკონომისტი, ინჟინერი, განყოფილებისის უფროსი; 1984-1989წწ. "საქბაკალეიას" რესპუბლიკური კანტორის მმართველი; 1989-1991წწ. "საქსურსათბითუმვაჭრობის" რესპუბლიკური გაერთიანების მმართველი; 1991-1992წწ. საქართველო-დიდი ბრიტანეთის ერთობლივი საწარმოს "არმაზის" პრეზიდენტი; 1992-1995წწ. საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების მინისტრის პირველი მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის  პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟრიტარული, მაჟორიტარი, №50 საჩხერის საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 423; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 413

Member of Organizations

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მრეწველები", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)

Share: