The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია ხუციშვილი

გია ხუციშვილი
Date of birth:18 July, 1966  (58 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1989 წელს.

1990-2000წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მონუმენტურ-დეკორატიული კათედრის ფერწერისა და კომპოზიციის მასწავლებელი; 1993-2002წწ. თბილისის ხელოვნების ინსტიტუტში სახვითი ხელოვნების კათედრის ფერწერის, ხატვის და კომპოზიციის უფროსი მასწავლებელი; 1997-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კათედრის ფერწერის, ხატვის და კომპოზიციის მასწავლებელი; 1999-2002წწ. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში კითხულობდა ლექციების კურსს ხელოვნების ისტორიასა და კულტუროლოგიაში; 2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის (ფერწერა, კომპოზიცია) ასოცირებული პროფესორია. 1996-2008წწ. რამოდენიმე რესპუბლიკური გამოფენის, აქციის, წიგნისა და სამხატვრო ალბომის ავტორი, მთარგმნელი და შემდგენელია ("ავთო ვარაზი" 1998, "მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო" 1999, სიმონ სხირტლაძე "მრავალძალი" 2002, თამაზ ხუციშვილი "ფერწერა, გრაფიკა" 2006 და მრავალი სხვა.). გია ხუციშვილის ფერწერული ნამუშევრები მოთავსებულია მრავალ სამხატვრო კატალოგში. მისი ფერწერული და გრაფიკული სურათები, ასევე ხატწერის ჟანრში შესრულებული ნამუშევრები ინახება საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში. 

წყარო: თანამედროვე ქართული ხელოვნების პორტალი: art.gov.geხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 174-175

Bibliography

  • მრავალძალი : წერილები, ჩანაწერები, ნაწყვეტები უსათაურო ლექსებიდან, მოგონებები (Illustrator). - თბილისი, 2000. - 222გვ.
  • ავთო ვარაზი, 1926-1977 (Compiler). - თბილისი, ხელოვნება., 1998. - 87გვ.

Share: