The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ხუციშვილი

გიორგი ხუციშვილი
Date of birth:15 November, 1948
Date of death:4 October, 2013  (at 64 years)
Burial location:საბურთალოს წმ. ნინოს სახელობის პანთეონი, თბილისი
Category:Mathematician, Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

1980-1988წწ. იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1992წწ. თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის დოცენტი; 1992-1993წწ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის კონფლიქტების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი; 1994 წელს დააარსა დამოუკიდებელი ორგანიზაცია კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN), 1995-2013წწ. წლებში გამოსცემდა ჟურნალებს: "დრო მშვიდობისა", "კონფლიქტები და მოლაპარაკებები", "კონფლიქტის ალტერნატივა და სხვა. წლების მანძილზე იგი მიწვეული იყო და პროფესორად მუშაობდა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. გიორგი ხუციშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თეორიული აზროვნებისა და უსასრულობის არსის კვლევაში ფილოსოფიისა და მათემატიკის ურთიერთმიმართების საფუძველზე (1970-1980-იანი წლები). კონფლიქტებისა და მშვიდობის მეცნიერების დარგის საქართველოში დამკვიდრებასა და განვითარებას იგი 1990-იანი წლებიდან სიცოცოხლის ბოლომდე ემსახურებოდა.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 424.

Bibliography


Share: