შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს. მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს. 1975–1982წწ. იყო მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასისტენტი; 1982 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის დოცენტი; 1986–1996წწ. საქართველოს მთავარი მეან–გინეკოლოგი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სამეანო–გინეკოლოგიურ პრობლემებს, ქალის ჯანმრთელობას. გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი დისერტაცია. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების გამგე. საკანდიდატო დისერტრაციის თემა - "ხანგრძლივი პერიდურალური ანესთეზია სამეანო პრაქტიკაში", დაიცვა 1976 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.21 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |