The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახაბერ ასათიანი

დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1961  (64 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.

1984–1986წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა ქირურგიის ინსტიტუტში; 1986 წლიდან იყო ქირურგიის ინსტიტუტის კარდიო–ქირურგიული განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1997 წლიდან ხელმძღვანელობს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის აღრიცხვა–რეგისტრაციის განყოფილებას. ავტორია 4 სამეცნიერო ნაშრომის საკანდიდატო დისერტაციის პრობლემებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აორტოკორონალური შუნტირების ოპერაციის რისკ–ფაქტორები კორონალური არტერიების მრავლობითი დაზიანების მქონე ავადმყოფებისათვის", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.21


გააზიარე: