The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მოსე გვასალია

მოსე გვასალია
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1910
გარდაცვ. თარიღი:17 მაისი, 1986  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხორში (ან ზანა), ცხაკაიას რაიონი (ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს.

მუშაობა დაიწყო ხაშურის რაიონული გაზეთის რეღაქტორად, შემდეგ ხდება რკინიგზის მრავალტირაჟიანი გაზეთის "ელექტრიფიკაციისათვის" პასუხისმგებელი მდივანი, რესპუბლიკურ გაზეთ "კომუნისტის" ინსტრუქტორი; 1948-1958 წლებში მ. გვასალია რუსულ ენაზე ასწავლიდა ზუგდიდის რვაწლიან სკოლაში; 1966 წელს იგი ინიშნება გამომცემლობა "ალაშარას" რედაქტორად, ხოლო შემდეგ უფროს რედაქტორად; მ. გვასალიამ ლიტერატურული მოღვაწეობა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" ფურცლებზე დაიწყო, სადაც 1929 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები; შემდეგ ჟურნალ "პროლეტარულ მწერლობაში" დაიბეჭდა მისი მოთხრობა "ჩამქრალი კერა"; მოთხრობების პირველი კრებული "ჩამქრალი კერა" გამოაქვეყნა 1931 წელს; მისი მნიშვნელოვანი რომანებია: "სურამი" (1935), "ობლის კვერი" (1970), "ქალიშვილის დღიურიდან" (1964), "მამის სახლი" (1975), "ტყაჩუ" (1983) და სხვ. მიღებული ქონდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.605; მოსე გვასალია : [მწერალი. 1910-1986. ნეკროლოგი] // ლიტერატურული საქართველო. -თბილისი,1986.- 22აგვისტო.- გვ.16

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"

ბიბლიოგრაფია

  • ქარვის მძივი : მოთხრობები (ავტორი). - სოხუმი , ალაშარა, 1987. - 364გვ.
  • არამხუტუ : რომანი (ავტორი). - სოხუმი, ალაშარა, 1980. - 399გვ.
  • არამხუტუ. აჩიგვარა : ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1974. - 16გვ.
  • სურამი : რომანი (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის ახალგაზრ. და საბ. სექტ. გა-მა და მე-3 სტ, 1935. - 207გვ.

გააზიარე: