The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისიდორე გვარჯალაძე

დაბადების თარიღი:15 მაისი, 1898
გარდაცვ. თარიღი:12 იანვარი, 1983  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი გონებისკარი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა უმაღლესი კურსების ფრანგული და ინგლისური ენების განყოფილებები 1927–1931 წლებში.

1927 წლიდან მუშაობდა თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში; 1947–1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის გამგე; 1948–1952წწ. და 1961–1966წწ. თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის პრორექტორი; 1966–1983წწ. პროფესორ–კონსულტანტი; ლექსიკოგრაფი, პროფესორი(1961).  ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში დაწესებულია ი. გვარჯალაძის სახელობის პრემია უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში საუკეთესო ნაშრომისათვის.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.605

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: