| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულადი გოგმაჩაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გვარა, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1987 წელს. 1987-1992წწ. მუშაობდა ქობულეთის აგროსამრეწველო გაერთიანებაში; ეწეოდა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე; 1993-1999წწ. მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში; 2000 წლიდან იყო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ექსპერტი სურსათის უსაფრთხოების საკითხში; 2002 წლიდან სახელმწიფო ფედერაციის უნიტარული საწარმოს – "სრულიად რუსეთის ინფორმატიზაციის, აგრონომიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის" გენერალური დირექტორი; 2004 წლიდან მოღვაწეობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტზე; აგროინჟინერი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2005). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.66; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

