შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ხრუსტალი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1985 წელს. 1981 წლიდან იყო უზენაესი სასამართლოს სხდომის მდივანი, უფროსი ინსპექტორი; 1985 წლიდან საჩივრებისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების კონსულტანტი; 1986 წლიდან უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და პრეზიდიუმის სამდივნოს უფროსი; 1987 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს წევრი; 1988 წლიდან უზენაესი სასამართლოს წევრი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 422. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |