The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ხოფერია

რუსუდან ხოფერია
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ფიზკულტურის ინსტიტუტი 1993 წელს.

IX სპარტაკიადის ჩემპიონი ბატუტზე ხტომაში (1986); ევროპის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონი (1986); სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (1986); ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1987); მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1990); 17 წლის განმავლობაში (1987-2004) მას ეკუთვნოდა მსოფლიო რეკორდი (ვარჯიშის სირთულის მიხედვით, ბატუტზე ხტომა). 2012 წლიდან საქართველოს ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 421; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.200

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ევროპის ჩემპიონი (ბატუტზე ხტომა)
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1993 - მსოფლიო თასის მფლობელი
  • 1989 - ევროპის ჩემპიონი (ბატუტზე ხტომა)
  • 1988 - მსოფლიო ჩემპიონი
  • 1987 - ევროპის ჩემპიონი (ბატუტზე ხტომა)
  • საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი
  • საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

გააზიარე: