Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ გოგნიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: თელავის რაიონი, სოფელი ქვემო ხოდაშენი. დაამთავრა პარიზის კონსერვატორია საკომპიზიციო განხრით 1913 წელს. 1913–1914წწ. პარიზშივე დირიჟორობდა ერთ–ერთ სიმფონიურ ორკესტრს; 1914 წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა ქართული ხალხური სიმღერების შეკრებას და დამუშავებას; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამუსიკო სკოლებში; 1914 წელს დაიწყო მუშაობა ოპერა "ქრისტინეზე", რომლის პრემიერაც 1918 წლის 21 მაისს "ქართველ მომღერალთა კავშირის" თაოსნობით "ქართული კლუბის" სცენაზე შედგა; იმავე წლის 17 ივნისს "ქრისტინე" დაიდგა თბილისის საოპერო სცნაზე; მისი ნაწარმოებებიდან ასევე აღსანიშნავია – "ჯადოსანი" და "მზის ქურუმი", აგრეთვე ვოკალურ–საკრავიერი და კამერული ნაწარმოებები; დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული თეატრების დადგმებისათვის. 1925-1927წწ. იყო თბილისში დაარსებული პირველი სატირის თეტრის კომპოზიტორი; 1930-იან წწ. თელავის მუსიკალური სკოლის დირექტორი. გაფორმებული აქვს 200-ზე მეტი სპექტაკლი. რევაზ გოგნიაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორია, რომლის საფორტეპიანო ნაწარმოებების კრებული ევროპაში გამოიცა ("Arabesques" პარიზი 1910). კომპოზიტორი და რეჟისორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.66; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.36
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |