The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე გვარამაძე

ივანე გვარამაძე
Other name:ვინმე მესხი  (Pseudonym)
Date of birth:17 October, 1831
Date of death:24 May, 1912  (at 80 years)
Burial location:წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, რაბათი, ახალციხე
Category:Ethnologist, Writer, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვალე, ახალციხის რაიონი.

დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა კონსტანტინოპოლის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ქართველ განმანათლებელ და კათოლიკე ბერს პეტრე ხარისჭირაშვილს 1850 წელს დაარსებული ჰქონდა  სამონასტრო სასწავლებელი "ფერიქოა"; სწავლა განაგრძო ვატიკანის, იტალიისა და საფრანგეთის სასულიერო-კათოლიკურ ცენტრებში. 1860-იანი წლების დამლევს მღდვლად ეკურთხა; ეწეოდა პედაგოგიურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას; იგი "ვინმე მესხის" ფსევდონიმით რეგულარულად აქვეყნებდა წერილებს "ივერიაში," "დროებასა" და "სახალხო ფურცელში". იგი თავისი პუბლიცისტური, პედაგოგიური და ეთნოგრაფიული ინტერესების გამო დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს; 1870-ანი წლებიდან მისი პედაგოგიური მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1882 წელს გამოცემული "ქართლის ცხოვრება"–"სასწავლებელში მყოფ მოწაფეთა და ყოველთა ქართველთა საკითხავად" და 1885 წელს გამოცემული "ქართული ენის საუნჯე". მან აღმოაჩინა და მომავალი სასულიერო და სამეცნიერო გზა გაუკვალა მიხეილ თამარაშვილს. მისი თაოსნობით მიმდინარეობდა განმანათლებლური მოღვაწეობა და მისიონერული ქადაგება გათურქებულ მესხებს შორის. კოტე გვარამაძის (მესხი) მამა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.604; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოვაწეები: nateba.websail.netქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.574

Bibliography


Share: