The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ გოგოლაშვილი

ვახტანგ გოგოლაშვილი
Date of birth:27 April, 1932
Date of death:19 July, 2011  (at 79 years)
Category:Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

ამავე წელს გამოდის მისი პირველი ლექსების კრებული "მახსენდება მშობლიური სკოლა". შემდგომ პერიოდში გამოდის მისი ლექსების კრებულები: "ჟუჟუნა წვიმა მოვიდა", "უკვდავები", "გენბანიდან დანახული სანაპირო" და სხვები. განსაკუთრებული წარმატება ხვდა მოთხრობების კრებულს "იქ სადაც ლურჯი მთებია". წიგნი ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, ლიტვურ, სომხურ ენებზე, გამოიცა სტამბულში თურქულ ენაზე. შემდეგ ზედიზედ გამოდის მისი მოთხრობების კრებული "მუშკეტერის სიკვდილი", "ჭინკების ბრიგადა", "მოუსვენარი ზაფხული", "მფრინავი უფლისწული", "ქოხი, რომელიც უხელო კაცმა ააშენა" და სხვა. თარგმნა პ. სეროვისა და ვ. ხალემსკის რომანი "უკანასკნელი ორთაბრძოლა", იანუშ კორჩაკის მოთხრობები, ი. ეფრემოვის "ანდრომედას  ნისლეული", ლევ კასილის "გლადიატორის თასი",  ბ. პასტერნაკის ლექსები. პირველი დრამატული ნაწარმოები, რომელიც  ვ. გოგოლაშვილს ეკუთვნის, იყო პიესა "წეროები", რომელიც დაიდგა 1961 წელს მოზარდმაყურებელთა ქართულ თეატრში (რეჟისორი ა. გამსახურდია). სპექტაკლმა საბავშვო თეატრების საკავშირო ფესტივალზე პირველი პრემია დაიმსახურა. იგივე პიესა დაიდგა 1962 წელს მოსკოვის ცენტრალურ საბავშვო თეატრში; ამავე წელს ლენინგრადის, კიევის, ერევნის, ოდესის, ეკატერინბურგის თეატრებში. დაიდგა საზღვარგარეთ - ბულგარეთში, უნგრეთში, იაპონიაში. ამის შემდეგ ვ. გოგოლაშვილი მჭიდროდ უკავშირდება ქართულ თეატრს. რესპუბლიკის თეატრებში წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები: "ალვები", "ეშმაკის გული", "გახსენება", "ირმისა", "ზღაპრის დასაწყისი", "სინათლის ჩიტი",  "მე, ელენე, ერასტი და მედეა",  "მშვიდობით, სიყვარულო",  "შორეული ქალის ეშხი" და სხვა. 1962-2006წწ. თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო–სალიტერატურო სამმართველოს უფროსი; ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას; ავტორია მონოგრაფიებისა: "ჯანო ბაგრატიონი" (1982), "ვასო გოძიაშვილი და ქართული ესტრადა" (1982), "ნიკოლოზ მოსეშვილი" (1984), "აკაკი კვანტალიანი", "ფილარმონიის ისტორიის ნარკვევები" (1989), "დიდი ანსამბლი ერისიონი"(2008); მის მახვილგონივრულ იუმორს თავისი ადგილი აქვს დათმობილი ქართლოს კასრაძის, ბადრი ბეგალიშვილის და სხვათა საკონცერტო გამოსვლებში. მის ლექსებზე შექმნილია მრავალი ქართული პოპულარული სიმღერა, მათ შორის: "დადუმებულხარ ჩემო აპრილო", "პატარა ქალბატონო", "მოგონება", "სიმღერა თბილიზე", "გურია " და სხვა.  მწერალის  იუმორისტული პიესები: "აცდენილი თერთმეტმეტრიანი", "გაკვეთილი 45 წუთი გრძელდება", "ესა ვარ, რაცა ვართ",  "სიყვარულის წამალი", დღესაც წარმატებით იდგმება ესტრადაზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.67; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო თბ., 1992 - გვ.57-58; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.181; ქართული ლიტერატურა და ხელოვნება: da-dk.facebook.com

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის
  • 1989 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: