The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე აფრიდონიძე

Date of birth:21 February, 1942  (83 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1966 წელს.

1966–1970წწ. გაიარა მოსკოვის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ასპირანტურის კურსი ვირუსოლოგიაში; 1970–1973წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტში; 1973–1976წწ. ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში; 1989–1991წწ. იყო კანისა და ვენ. სნეულებათა ინსტიტუტში განყოფილების გამგე, ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის გამგე; 1991–1993წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის პროფესორი; 1993 წლიდან თბილისის ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 98 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი–ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Изменчивость вируса основакцины в процессе и своиства полученных мутантов", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Новые данные по адаптации и паразитированию красного трихофитона с разработкой модели взаимоотношения гриба с культурой клеток", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.23; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.257

Member of Organizations

  • არასამთავრობო საქველმოქმედო საზოგადოება "ხაშურის"აღმასკომი, თავმჯდომარე
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის და ადამიანის ეკოლოგიის აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ჰიგიენისტთა ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში, ახალგაზრდა ექიმ -სპეციალისტთა აღზრდასა და დახელოვნებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

Share: