| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ახობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1946–1947წწ. იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1946–1948წწ. სანავიაციის ბორტ-ექიმი და ნეიროქირურგიის კლინიკის ექიმ-ორდინატორი; 1948 წლიდან მუშაობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტში ორდინატორად, უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. ავტორია 100 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიული ტიპის პუბლიკაცია. მისი სამეცნიერო ნაშრომები შეეხება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, ექსპერიმენტულ ჰიპერტენზიას, თავის ეკგ ცვლილებებს სხვადასხვა დაავადების დროს, გულის არითმიის მკურნალობას, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას ათეროსკლეროზის დროს და სხვა. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს უფროსი მეცნიერ–თანამშრომლის სამეცნიერო წოდება (1966). ექვსი წლის მანძილზე იყო სახალხო უნივერსიტეტის "მედიცინა"-ს რექტორი და ქართულ-გერმანული სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის კონსულტანტი. თანამშრომლობდა რუსეთისა და აზერბაიჯანის ცნობილ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან. მათთან თანაავტორობით შესრულებული შრომები დაბეჭდილია პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში. ამიერკავკასიაში პირველად მის მიერ დაარსდა თანამედროვე მრავალარხიანი აპარატურით აღჭურვილი კლინიკური ელექტროენცეფალოგრაფიის ლაბორატორია. დაჯილდოებული იყო საქართველოს ჯანდაცვის სიგელებით, მადლობებით, მედლებით. საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა ექიმ-კარდიოლოგის უმაღლესი კატეგორიის სერთიფიკატი (1993). ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ბიოელექტრული ცვლილებების დინამიკა ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1959 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.25; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.512-513 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

