The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელდარ გეწაძე

ელდარ გეწაძე
Date of birth:27 September, 1945  (79 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი 1971 წელს.

1974 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტი–ბარიტონი; ლენინგრადის სახელმწიფო ფილარმონიაში ვერდის ოპერაში "ნაბუქო" შეასრულა ნაბუქოს როლი 1985 წელს. შესრულებული აქვს სხვადასხვა პარტიები: ბელკორე (გ. დონიცეტის "სიყვარულის ნექტარი"), დონ ჟუანი ("ვ. მოცარტის "დონ ჟუანი"), სილვიო (რ. ლეონკავალოს "ჯამბაზები"), ელეცკი (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი"), მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), ბერდო (რ. ლაღიძის "ლელა") და სხვ. ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას. 2019 წლის 24 ნოემბერს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. არის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის ფონდის ოქროს მედლის მფლობელი, საპატიო პროფესორი (2013).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.602; ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი: opera.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.323

Member of Organizations

  • გოეთეს საზოგადოება, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და ორგანიზაციული მოღვაწეობისათვის
  • 1984 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი

Share: