The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გვაზავა

გურამ გვაზავა
Date of birth:20 April, 1932
Date of death:23 February, 1986  (at 53 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1957 წელს.

1957–1964წწ. მუშაობდა ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ლაბორატორიაში უფროს ინჟინრად; 1964–1977წწ. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტიტში მათემატიკისა და თეორიული მექანიკის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1979–1985წწ. ამავე ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ჰიდროდინამიკურ და კალაპოტში მიმდინარე პროცესების ლაბორატორიას. შეისწავლიდა საინჟინრო ჰიდრავლიკის საკითხების კვლევის მეთოდებს; მონაწილეობდა წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მუშაობაში; მან პირველმა დაიწყო ჰიდრავლიკურ კვლევებში გამომთვლელი მანქანების გამოყენება. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1980).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.603; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.201; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 71

Member of Organizations

  • ჰიდრავლიკური კვლევის საერთაშორისო ასოციაციიის ეროვნული კომიტეტი, წევრი (1969-)

Share: