The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ხომერიკი

ალექსანდრე ხომერიკი
დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1948
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 2020  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. გ. გოგიჩაძის კლასი) 1980 წელს.

1971-1974წწ. მღეროდა ანსამბლ"ადილაში"; 1977–იდან (ჯერ კიდევ სტუდენტი) ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში; 1981–1982წწ. სტაჟირება გაიარა მილანის "ლა სკალაში". მის მიერ შესრულებულ პარტიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ბერდო (რ. ლაღიძის "ლელა"), ლენსკი, ვოდემონი(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი”, "იოლანტა"), ხოზე (ჟ. ბიზეს "კარმენი"), კავარადოსი (ჯ. პუჩინის "ტოსკა"), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯ. ვერდის "ტრუბადური", "აიდა", "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ოტელო") და სხვა. 1993-2001წწ. ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო; 2004 წლიდან თბილისის თეატრალური ინსტიტუტის ვოკალური განყოფილების პედაგოგი, პროფესორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 419; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 43;  ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 586

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული საოპერო ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დაარსებაში აქტიური მონაწილეობისათვის
  • 1995 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • 1995 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1985 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1982 - პ. ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი

გააზიარე: