შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი გოგოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–ფიზიკის ფაკულტეტი 1961 წელს. 1985-1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1987 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე; კვლევის ძირითადი მიმართულებაა: ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის საკითხები; მონაწილეობდა საქართველოს ნორჩ მათემატიკოსთა ნაკრების საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის მომზადებაში; ასევე ეწეოდა სპოტრულ მოღვაწეობას; 1957-1972წწ. თამაშობდა თბილისის წყალბურთელთა გუნდ "დინამოში"; 1959-1964წწ. იყო სსრკ ნაკრების მეკარე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; არის სსრკ ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი; ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი(1985), პროფესორი(1988), სპორტსმენი(წყალბურთი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.69; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.141 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |