The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ გოგოლი

Date of birth:23 April, 1922
Date of death:8 December, 2003  (at 81 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1942 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს.

1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1969 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის გარემოს დაცვის ჰიგიენის განყოფილების უფროსი; 1985 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ჰიგიენისტი; იკვლევდა წყლის ჰიგიენის, წყალსატევების სანიტარული დაცვისა და მოსახლეობაზე მათი გავლენის პრობლემებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1978), პროფესორი(1991).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს სსრ სოფლის მოსახლეობის სანიტარულ–ეპიდებიოლოგიური მომსახურების ორგანიზაციის საკითხისათვის", დაიცვა 1960 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს სსრ ნიადაგქვეშა წყლების, წყალმომარაგების პირობების ჰიგიენური შეფასება და წყლის ფაქტორის როლი მოსახლეობის ინფექციურ და არაინფექციურ ავადობაში ნატურული და ექსპერიმენტული გამოკვლევები)", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.69; წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.73; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.63

Member of Organizations

  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის და ადამიანის ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (1995-2001)

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: