Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯანო ბაგრატიონი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგია 1963 წელს; საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი სპეციალობით ფიზიკური კულტურა და სპორტი 1977 წელს. ხელბურთელი, მწვრთნელი, თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში"; 1973-1984წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრის გამგედ; 1984-1987წწ. თბილისის სპორტის კომიტეტის თავჯდომარე; 1987-1991წწ. საქართველოს სახელმწიფო სპორტკომიტეტის თავჯდომარის მოადგილე; 1991-1993წწ. საქართველოს სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში მინისტრის მოადგილე; 1993-1996წწ. საქართველოს სპორტის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე; 1996-1998წწ. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო მეთოდური ნაშრომი, ერთი მონოგრაფია. დოცენტი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი: -თბ., 1996-97. -გვ. 32; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 78; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.108 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |