The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ გერსევანოვი

ნიკოლოზ გერსევანოვი
Legal name:ნიკოლოზ გარსევანიშვილი
Date of birth:28 February, 1879
Date of death:20 January, 1950  (at 70 years)
Burial location:ვაგანკოვოს სასაფლაო, მოსკოვი
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1901 წელს.

ორი წელი რკინიგზის მშენებლობაზე, ხოლო, 1904-1918წწ. პეტერბურგის, ნარვისა და კრონშტადტის პორტების გაფართოებაზე მუშაობდა. პარალელურად, 1907 წლიდან პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსიტუტში მოღვაწეობდა; 1911 წლიდან ანვითარებდა საძირკველმშენებლობის სრულყოფის იდეას, რომელიც განპირობებული იყო ფუძისა და ნაგებობების ერთობლივი დეფორმატიულობის დადგენის პრიორიტეტით. იკვლევდა გრუნტების მექანიკის პრობლემებს. იგი არის გრუნტების მექანიკის საბჭოთა სკოლის ფუძემდებელი და ავტორი მრავალი ნაშრომისა გრუნტების მექანიკისა და გამოყენებითი მათემატიკის დარგში. მან მათემატიკაში შემოიტანა მონოგრაფიული აღრიცხვა საინჟინრო საქმეში (1906-1908); ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ახალი მათემატიკური მეთოდების გამოყენება საინჟინრო გაანგარიშებებში, კერძოდ, ლოგიკის ალგებრაში; 1913 წლიდან მან შეიმუშავა ხიმინჯებზე კონსტრუქციის გაანგარიშების მეთოდი, რომელმაც მალევე ჰპოვა პრაქტიკული გამოყენება პორტების მშენებლობაში - ააშენა პეტერბურგის პორტის რკინა-ბეტონის ხიდი; 1917 წლიდან იგი მოსკოვის გზათა საინჟინრო ინსტიტუტში საპორტო მშენებლობის კათედრის გამგე იყო: კითხულობდა ლექციების კურსს: "პორტები, დრეკადობის თეორია და გრუნტების მექანიკა". მას კავშირი არ გაუწყვეტია საქართველოსთან. 1921 წელს თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კურსს კითხულობდა; 1923 წლიდან მოსკოვის გზათა მიმოსვლის ინჟინერთა ინსტიტუტის პროფესორი იყო; 1931 წლიდან - ნაგებობათა საძირკვლების საკავშირო ინსტიტუტის მეცნიერ-ხელმძღვანელი და სამხედრო-სატრანსპორტო აკადემიის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრის უფროსი; მისი ხემძღვანელობით კათედრა იქცა უმსხვილეს საკავშირო სამეცნიერო კვლევით ცენტრად, რომელსაც ეწოდა "ფუძეებისა და მიწისქვეშა ნაგებობათა ინსტიტუტი". იგი სიცოცხლის ბოლომდე ამ ინსტიტუტის რექტორი იყო; ნიკოლოზ გარსევანიშვილის კონსულტაციითა და აქტიური მონაწილეობით 1928 წელს განხორციელდა ფოთის ნავსადგურის რეკონსტრუქცია; ხელმძღვანელობდა შავი ზღვის სანაპიროზე რკინიგზის (სოხუმი-გაგრის მონაკვეთის) მაგისტრალის მშენებლობის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის სამუშაოებს; უშუალო ხელმძღვანელობას უწევდა ისეთ დიდ მშენებლობებს, როგორიც იყო მოსკოვის მეტრო, მოსკოვ-ვოლგის არხი, მოსკოვის ყრილობათა სასახლე, მრავალი სამრეწველო და ჰიდროტექნიკური ობიექტი; სამხედრო-თავდაცვითი და ნავსადგურთა მშენებლობის პროექტის ერთ-ერთი შემქმნელი; მისი აღმოჩენები, ფორმულები, თეორიული და ექსპირიმენტული კვლევები, ასევე პრაქტიკული დასკვნები მსოფლიო ტექნიკური მეცნიერების მნიშვნელოვანი შენაძენია, რომელიც წარმატებით გამოიყენება დღესაც. 1973 წელს გრუნტების მექანიკისა და საძირკველმშენებლობის მე-8 საერთაშორისო კონგრესის მონაწილე მშენებელ სპეციალისტთა და მეცნიერთა გადწყვეტილებით მსოფლიოში უდიდეს მოსკოვის ფუძეებისა და მიწისქვეშა ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ნიკოლოზ გარსევანიშვილის სახელი მიენიჭა. იგი იყო ამ დარგის ფუნდამენტური გამოკვლევებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. რუსეთში მოღვაწე მეცნიერი მექანიკის დარგში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.601; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.196-198

Member of Organizations

  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1939-)

Awards and Honors

  • 1948 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1936 - რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

Share: