The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ხარატიშვილი

იოსებ ხარატიშვილი
Date of birth:10 January, 1923
Date of death:November, 2011  (at 88 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს.

1950-1952წწ. იყო კ/გ საშუალებათა წარმოების საკავშირო სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; 1952-1953წწ. თბილისის აღმასკომის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს კაპიტალური მშენებლობის სექტორის გამგე; 1953-1957წწ. კვების მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1957-1968წწ. ტრესტ "სააქკოოპმშენის" მმართველი; 1968-1990წწ. სასოფლო მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრი; 1990-1992წწ. აგრომრეწვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, "საქაგრომშენის" თავმჯდომარე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქარტველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №16 ყვარლის საარჩევნო ოლქიდან; 1994-1996წწ. მინისტრთა კაბინეტის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. არის 2 მონოგრაფიის, 13 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1981).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999.  - გვ. 410; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.713-714; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.57; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.404

Member of Organizations

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის "თანხმობა", წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული კავშირი", წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თანადგომა", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1995-2003)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1996-2011)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სამშენებლო საქმიანობაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეურნეო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1983 - აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ინჟინერი
  • 1981 - ლენინის ორდენი
  • 1976 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1970 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1966 - შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: