The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალოდია გოგუაძე

ვალოდია გოგუაძე
Legal name:ვლადიმერ გოგუაძე
Date of birth:1880
Date of death:1954  (at 74 years)
Burial location:ლევილის სასაფლაო, ქ. პარიზი, საფრანგეთი
Category:Politician, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ლანჩხუთის რაიონი.

სწავლობდა ოდესის უნტეროფიცერთა სამხედრო სკოლაში 1901-1903 წლებში.

1895-1898 წწ. მსახურობდა ბათუმში, რიხნელის და როტშილდის ქარხნებში; 1905 წელს დაპატიმრებულ იქნა "ოხრანკის" მიერ; 1906-1908 წწ. მოღვაწეობდა ბაქოში; 1909-1910 წწ. დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და მეურნეობას მიჰყო ხელი; 1910 წელს კვლავ ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში; 1910-1916 წწ. თანამოაზრეებთან ერთად ებრძოდა სოციალ - დემოკრატიული პარტიის სახელით გურიაში მოქმედ წითელრაზმელებს; 1918-1921 წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯავსნოსანი მატარებლის უფროსი; 1918 წელს აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში, საქართველო-სომხეთის ომში; 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მე–11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში; 1921-1923 წწ. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა თურქეთში; 1923 წლიდან მოღვაწეობდა საფრანგეთში; თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან; 1963 წელს პარიზში გამოიცა მისი "მოგონებანი"; სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921 წლიდან ქართული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.72; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 100

Member of Organizations

  • საფრანგეთის ქართული სათვისტომოს გამგეობა, წევრი
  • საქართველოს დემიკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი, წევრი (1918-1921)
  • სოციალ–დემოკრატიული პარტია, წევრი (1904-)
  • სოციალ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიურო, წევრი

Bibliography


Share: