The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ხანანაშვილი

მიხეილ ხანანაშვილი
Date of birth:18 September, 1928
Date of death:20 December, 2018  (at 90 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1954-1976წწ. იყო იმავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 1975-2002წწ. ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ცხოველთა ქცევის შემსწავლელი განყოფილების გამგე; 1980-1990წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1990 წლიდან ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ქცევისა და კოგნიტური ფუნქციების განყოფილების კონსულტანტი. არის 300 სამეცნიერო ნაშრომის (16 მონოგრაფია) ავტორი; მინიჭებული აქვს საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ივანე პავლოვის სახელობის პრემია და ოქროს მედალი. დაჯილდოვებული იყო სხვა პრესტიჟული საერთაშორისო პრემიებით (აშშ, გერმანია, იტალია, ინდოეთი და სხვა.). იყო რამდენიმე საერთაშორისო აკადემიის წევრი და საპატიო წევრი, საპატიო დოქტორი (honoris causa). აშშ-ში სტუდენტ-მასწავლებელთათვის წაკითხული ლექციებისთვის არჩეული იყო ქ.კოლუმბოს საპატიო მოქალაქედ; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (196), პროფესორი (1984).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999.  - გვ.409; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პორტალი: science.org.geИнститут медико-биологических проблем РАН Российской академии наук-ის პორტალი: www.imbp.ru

Member of Organizations

  • რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა კავშირი, აკადემიკოსი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1984-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-)

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • ივანე პავლოვის სახელობის ოქროს მედალი
  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: