შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ გოგუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭყონაგორა, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1963 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრაზე; 1994 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე; 1997-2000წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის დირექტორი და რესპუბლიკის მთავარი ტრავმატოლოგ–ორთოპედი; ავტორია 10 გამოგონებისა და ერთი მონოგრაფიის; ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.73; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.314 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |