Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნელი ბადრიაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს. 1974–1977წწ. იყო რუსთავის ბავშვთა 2–ე პოლიკლინიკის უბნის ექიმი; 1977–1979წწ. კლინიკური ორდინატორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; 1979–1981წწ. რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1981 წლიდან მუშაობდა თბილისში ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასისტენტად. ავტორია 27 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მუკოვისციდოზის კლინიკის, პათომორფოლოგიის, ჰემატოლოგიის, მემბრანოლოგიის კლინიკის საკითხებს. ავტორია მონოგრაფიისა - "Муковисцидоз у детей" (1990). არის პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროციტების სტრუქტურულ–ფუნქციური თავისებურებების კლინიკური მნიშვნელობა მუკოვისციდოზით დაავადებულ ბავშვებში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.27
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |