The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ბალუაშვილი

ანზორ ბალუაშვილი
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1966 წელს.

1967-1970წწ. მუშაობდა ბათუმის პროკურატურაში გამომძიებლად, უფროს გამომძიებლად; 1970-193წწ. საქართველოს პროკურატურაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, სამმართველოს უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი. 1993 წლიდან საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე; 2003 წლის ივნისში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. გამოქვეყნებულია მისი ათეულობით სტატია, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გასააქტიურებლად. კანონმდებლობის სამართალგამოყენებითი პრაქტიკის ანალიზი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ., 1996-97. -გვ.34; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.53

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

გააზიარე: