Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გუგული გოდერძიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტი 1950 წელს. 1968 წლიდან იყო საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სასწავლო–კვლევით ინსტიტუტის პარაზიტოლოგიის კათედრის გამგე; 1992-1999წწ. ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1997-1998წწ. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; მან შეიმუშავა ზოგიერთი ჰელმინთოზის საწინააღმდეგო ღონისძიებანი, რომლებიც დანერგილია სავეტერინარო პრაქტიკაში; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით საწარმოო პირობებში მომზადდა პრეპარატი დარიშხანმჟავა კალა(კალას არსენატი), გამოინახა ამ ჯგუფის საშუალებები(თუთიის, მანგანუმისა და კალციუმის არსენატი), რომლებიც გამოიყენეს საბჭოთა კავშირში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ლენტისებრი ჭიებით გამოწვეული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, აქვს 4 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე; 2003 წელს საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სასწავლო–კვლევით ინსტიტუტის პარაზიტოლოგიისა და ვეტერინალურ–სანიტარულ ექსპერტიზის კათედრას მისი სახელი ეწოდა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ვეტერინარი ექიმი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.74; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.35 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |