შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივლიანე ხაინდრავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი 1973 წელს; თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს. 1973-1989წწ. მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ლაბორანტის თანამდებობიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლამდე; 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი, ერთობლივი საწარმო "უნიფარმი"; საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი", რადიოკომპანია "საქართველო", რადიო "თავისუფლება"; 1992-1995წწ. გაზეთი "Новая Газета"; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი " 11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1996-2009წწ. იყო პლურალიზმის ცენტრში სამხრეთკავკასიური კვლევების განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამის დირექტორი; 2002 წლის აპრილ-აგვისტოში მოწვეული მკვლევარი დემოკრატიის კვლევების საერთაშორისო ფორუმში, ეროვნული ფონდი დემოკრატიისათვის (NED) (ვაშინგტონი, აშშ.); 2004-2008წწ. საქართელოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. სამხრეთკავკასიური კვლევების პროგრამის დირექტორი რესპუბლიკურ ინსტიტუტში; 2012 წლის დეკემბრიდან - რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორი; 2014 წლიდან საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. რამდენიმე ასეული პუბლიკაციის ავტორი ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებში; მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე, მომხსენებელი და მოწვეული ექსპერტი. პროფესიულ ინტერესთა ძირითადი სფეროებია: ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოება; კონფლიქტები; დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება; არჩევნები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 407; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.403 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |