შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გოზალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბისხევი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ისტორიის განხრით 1927 წელს. 1930 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1943-1947წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის ისტორიის და ფილოლოგიის გაერთიანებული ფაკულტეტის დეკანი, იმავდროულად განაგებდა ძველი ისტორიის და ბიზანტიოლოგიის კათედრებს; 1930-1954წწ. მუშაობდა სხვადასხვა პედაგოგიურ ინსტიტუტში; იკვლევდა ბიზანტია–საქართველოს ურთიერთობის საკითხებს, ტრაპიზონის იმპერიის ისტორიის ცალკეულ მომენტებს, პონტო–კაპადოკიაში მოსახლე ქართველი ტომების ეთნოგენეზის პრობლემებს და მათ წვლილს ბიზანტიის ისტორიაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1931), პროფესორი (1936). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.77 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |