შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა ხაზარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1988 წელს. 1988-1990წწ. საპროექტო ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი; 1991 წელს ფირმა "სანსის" დირექტორი; 1991 წლიდან "TBC თბილისის ბიზნეს ცნეტრის" პრეზიდენტია; 1995 წლიდან კომპანია საქართველოს მინისა და მინერალური წყლების (GG&MW Co. N. V. ამჟამად Borjomi Beverages Co.N.V.) დამფუძნებელი და პარტნიორი; 2004 წლიდან საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის (GRDC) დამფუძნებელი და პარტნიორი; 2007 წლიდან იგი ასევე ხელმძღვანელობს კომპანიას "ლისის ტბის განვითარება", რომლის პრეზიდენტიცაა; 1992-2019 წწ. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2014-2019წწ. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; დიდი წვლილი შეიტანა თბილისში ამერიკული აკადემიის (American Academy in Tbilisi) დაარსებაში; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ლელო - მამუკა ხაზარაძე", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2014 წელს ერნსტ ენდ იანგმა მ. ხაზარაძეს გადასცა საქართველოში წლის მეწარმის ჯილდო. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 406; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |