შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიტალი ხაზარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1973წწ. იყო აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების ცვლის ოსტატი, საამქროს უფროსი, კონტროლის განყოფილების უფროსი; 1973-1977წწ. მაუდის ფაბრიკის დირექტორი; 1977-1978წწ. აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1978-1983წწ. საქართველოს კპ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის II მდივანი; 1983-1986წწ. ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1986-1990წწ. სათაო-საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი ინჟინრის მოადგილე, ბიუროს უფროსის მოადგილე; 1990-1993წწ. ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის განყოფილების გამგე; 1993-1996წწ. საქართველოს სოცბანკის ქუთაისის განყოფილების მმართველი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 405; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.402 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |