Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ გოკიელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ–ეკონომიკური ფაკულტეტი 1925 წელს. 1926-1930წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმქიფო საგეგმო და საფინანსო ორგანოებში; 1928 წლიდან კითხულობდა ლექციებს ფინანსთა სახალხო კომისარიატის სააღრიცხვო და საფინანსო კურსებზე, შემდეგ თბილისის საფინანსო–კოოპერაციულ ინსტიტუტში; 1933 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1937-1938წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანი; 1958-1985წწ. სახალხო მეურნეობის დაგეგმვის კათედრის გამგე; მისმა სამეცნიერო ნაშრომებმა დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა ფინანსებისა და ვაჭრობის ეკონომიკის, აგრეთვე სახალხო მეურნეობის დაგეგმვის პრობლემების შესწავლაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1954). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.80 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |