The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ჭურღულია

ნანა ჭურღულია
Date of birth:28 September, 1950  (74 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1973 წელს.

1978-1981წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის დაზგური გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში; 1974-1975წწ. იყო ესთეტიკის ინსტიტუტის მხატვარი; 1976-1978წწ. საბავშვო სამხატვრო სკოლისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის თბილისის და მოსკოვის სხვადასხვა გალერეებში, ზაარბრიუკენში (1983), ბერლინის კულტურულ ცენტრში (1988), ლენინგრადში (1989), ბუდაპეშტში (1990), ბარსელონაში (გალერეა "Brok", 1990), პროვანსში (საფრანგეთი, გალერეა "ჩერუსე", 1991), ბელგიაში (1993), კოპენჰაგენში (1994), ბაქოს ხელოვნების ცენტრში (1995). მისი ნამუშევრები დაცულია : დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში ( მოსკოვი, რუსეთი), აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), საქართველოს, ვენის, რომის, მიუნხენის, მოსკოვის, დუბროვსკისა და აშშ-ის კერძო კოლექციებში. არის 50-მდე წიგნის მხატვარი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 404;  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 226-227

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი (1981-)

Awards and Honors

  • რესპუბლიკური პრემია , "წლის საუკეთესო წიგნი", მხატვრული გაფორმებისათვის

Share: