The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან გუნია

ვალერიან გუნია
Date of birth:21 January, 1862
Date of death:31 July, 1938  (at 76 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Playwright, Actor/Actress, Educator, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: სენაკის რაიონი, სოფელი ეკი.

კერძო მასწავლებლების ხელმძღვანელობით შეისწავლა რუსული და გერმანული ენები.

შევიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში 1876 წელს. 1881 წელს პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო მოსკოვში, მსმენელად პეტროვსკო-რაზუმოვსკოეს სასოფლო–სამეურნეო აკადემიაში. მოსკოვში ა. სუმბათაშვილ-იუჟინის დახმარებით დაუახლოვდა მოსკოვის მცირე თეატრს და შეუდგა თეატრალური საქმიანობის შესწავლას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1882 წელს ვ. აბაშიძის ხელმძღვანელობით პირველად გავიდა სცენაზე. პარალელურად აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1883 წლიდან მოღვაწეობდა ქართულ პროფესიულ თეატრში. იგი გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, შთამბეჭდავი გარეგნობით, შესანიშნავი ხმით, ძლიერი ტემპერამენტით. მან შეასრულა შემდეგი როლები: ოტელო (უ. შექსპირის "ოტელო"), მეფე ლირი (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), კაკო ყაჩაღი (ი. ჭავჭავაძის "კაკო ყაჩაღი"), ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილ–იუჟინის "ღალატი"); რედაქტორობდა პერიოდულ გამოცემებს, მათ შორის –  ჟურნალ "თეატრს"; დააარსა გაზეთი "ცნობის ფურცელი", იუმორისტული ჟურნალი "ნიშადური"; 1888 წელს გამოსცა "საქართველოს კალენდარი"; წლების განმავლობაში სათავეში ედგა ქართულ დრამატულ დასებს; 1921 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართულ თეატრებს. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართულ თეატრში რეალისტური მიმართულების დამკვიდრებასა და ქართველ პროფესიონალ მსახიობთა აღზრდის საქმეში. 1913 წლიდან მოღვაწეობდა კინოში;  მან შექმნა და გადმოაკეთა მრავალი პიესა, მათ შორის აღსანიშნავია: "და–ძმა", "არლუმი", "სიძე სიმამრი", "ნაოხარზე", "რაც არ გერგება არ შეგერგება", "ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე"; მანვე დაწერა ლიბრეტოები ოპერებისათვის - ზ. ფალიაშვილის "დაისი", დ. არაყიშვილის "დინარა"; ასევე აღსანიშნავია მისი ისტორიული ნარკვევი – "ქართული თეატრი 1879-1889წწ."; თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.205; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ხელოვნების მუშაკთა კავშირის გამგეობა, პირველი თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 1934 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1931 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: