შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ბადრიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1981–1982წწ. მუშაობდა გორის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1982–1986წწ. ახალციხის რაიონის ქ. ვალეს მედ. სან. ნაწილის ქირურგიულ განყოფილებაში; 1986–1988წწ. იყო თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ფილტვის ქირურგიის განყოფილების კლინიკური ორდინატორი; 1988 წლიდან ამავე განყოფილების ექიმი–ორდინატორი. ავტორია 9 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ფილტვებიდან სისხლდენისა და არასპეციფიკური ჩირქოვანი პროცესების მკურნალობას. არის ფილტვის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვებიდან სისხლდენის სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობის შედარებითი შეფასება", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.27; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.204 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |