The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა ბაზღაძე

ვაჟა ბაზღაძე
Date of birth:12 January, 1947  (77 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1972წწ. გაიარა ინტერნატურა თერაპიაში; 1972–1974წწ. იყო სამხედრო ექიმი; 1974–1985წწ. მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის მე–4 თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ასისტენტი; 1985 წლიდან არის ზესტაფონის სააქციო საზოგადოება "ფეროს" მედსანნაწილის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში, კარდიორეანიმატოლოგი. ავტორია 13 სამეცნიერო ნაშრომის. 1983 წლიდან მუშაობს რეფლექსოთერაპიაში, მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში,  რეფლექსოთერაპიის კათედრაზე გაიარა რეფლექსო თერაპიის კურსი. არის თერაპევტ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Хроническое внутрисосудистое микросвертывание крови у больних гломерлонефритом", დაიცვა 1985 წელს მოსკოვში.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.27


Share: