Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე გელეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი 1888 წელს. 1898–1903წწ. მუშაობდა პეტერბურგში ცნობილი ქართველი ფიზიოლოგის ი. თარხნიშვილის ჟურნალში მდივნად, თანამშრომლობდა "ლეგალური მარქსისტების" ორგანოებში – "ნოვოე სლოვო", "ნაჩალო" და "ჟიზნი", სადაც განაგებდა ამიერკავკასიის განყოფილებებს; 1903–1905წწ. იყო ბაქოს საქალაქო თვითმმართველობის მდივანი; 1917 წლის რევოლუციის შემდეგ იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიწათმოქმედების მინისტრის ამხანაგი (მოადგილე), საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი; 1923-1929წწ. მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში; 1927-1929წწ. საქართველოს რევოლუციის მუზეუმში; 1933-1937წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.581; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.89; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3. -თბ., 1986.-გვ.38; firstrepublic.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |