შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ გელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ძირულა. დაამთავრა საქართველოს სასოფლი–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა–მევენახეობის ფაკულტეტი 1931 წელს. მუშაობდა მეღვინეობის კათედრაზე ასისტენტად, შემდეგ ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. 1937-1943წწ. იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორი; 1944-1952წწ. საკავშირო მევენახეობა–მეღვინეობის ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის შამპანური მეღვინეობის განყოფილების ხელმძღვანელი; საქართველოს სასოფლი–სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობის კათედრის გამგე, პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.580 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |