| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ გელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა მოსკოვის ქიმიური მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის ქიმიური წარმოების მართვისა და კონტროლის მექანიკური ხელსაწყოების ფაკულტეტი. 1957–1980წწ. მუშაობდა სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება "სოიუზის" სამეცნიერო–კვლევით ქიმიურ–ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ინჟინრად, შემდეგ განყოფილების გამგედ; 1981 წლიდან იყო თბილისის მეტროლოგიის საშუალებათა ავტომატიზაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტისა და სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება "ისრის" გენერალური დირექტორი; ხელმძღვანელობდა მეტროლოგიაში ავტომატური სისტემების ფიზიკურ კვლევას და ამ სისტემების დამუშავებას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეცნიერი ავტომატიკის დარგში. პროფესორი(1986), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი(1980). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.580 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

