შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ჭანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1945 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტში, სადაც მან თითქმის 60 წელი იმუშავა და განვლო გზა ექიმ-ბაქტერიოლოგიდან ინსტიტუტის დირექტორამდე. 1952-1955 და 1958-1960წწ. იყო თბილისის ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში, ხოლო 1960-1997წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1997-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. 1970 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააფუძნა მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის კათედრა, რომელსაც 1975 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა. 1975-2003წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის კათედრის პროფესორი. 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიზენტერიული ბაქტერიოფაგები", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 394; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.346 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |