The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის გაპონოვი

ბორის გაპონოვი
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1934
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 1972  (38 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. რამათგანი, ისრაელი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ევპატორია, ყირიმის ოლქი. 

დაამთავრა ქუთაისის მე–9 საშუალო სკოლა 1953 წელს. სწავლობდა მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტიში სპარსულ ენას.

1955 -1960წწ.  ქუთაისში მუშაობდა სხვადასხვა გაზეთების რედაქციებში; 1960 წლიდან ეწეოდა მთარგნელობით საქმიანობას. ბ. გაპონოვმა კრგად იცოდა ქართული, ასევე ივრითი, რომელსაც ბაბუა (რაბინი) ასწავლიდა. ამ ორი ენის ზედმიწევნით ცოდნამ  და მთარგმელობითმა ნიჭმა განაპირობა თარგმანების მაღალი დონე; 1971 წელს ისრაელში წავიდა საცხოვრებლად; ისრაელში გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" (1969), რომელიც მაღალმხატვრულ, პოეტურ ენაზეა შესრულებული და ზუსტად ასახავს პოემის ხასიათს, შეესატყვისება პოემის ორიგინალს. იგი მაშინვე აღიარეს როგორც კლასიკური თარგმანის ნიმუში. "ვეფხისტყაოსნის" გარდა გაპონოვმა თარგმნა ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. მიღებული აქვს ისრაელის შ. ჩერნიხოვსკის ეროვნული პრემია (1969), ისრაელის პრეზიდენტის სახელობის ეროვნული პრემია (1971). 

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.59-60; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.555

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ისრაელის ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

გააზიარე: