შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის გაპონოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ევპატორია, ყირიმის ოლქი. დაამთავრა ქუთაისის მე–9 საშუალო სკოლა 1953 წელს. სწავლობდა მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტიში სპარსულ ენას. 1955 -1960წწ. ქუთაისში მუშაობდა სხვადასხვა გაზეთების რედაქციებში; 1960 წლიდან ეწეოდა მთარგნელობით საქმიანობას. ბ. გაპონოვმა კრგად იცოდა ქართული, ასევე ივრითი, რომელსაც ბაბუა (რაბინი) ასწავლიდა. ამ ორი ენის ზედმიწევნით ცოდნამ და მთარგმელობითმა ნიჭმა განაპირობა თარგმანების მაღალი დონე; 1971 წელს ისრაელში წავიდა საცხოვრებლად; ისრაელში გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" (1969), რომელიც მაღალმხატვრულ, პოეტურ ენაზეა შესრულებული და ზუსტად ასახავს პოემის ხასიათს, შეესატყვისება პოემის ორიგინალს. იგი მაშინვე აღიარეს როგორც კლასიკური თარგმანის ნიმუში. "ვეფხისტყაოსნის" გარდა გაპონოვმა თარგმნა ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. მიღებული აქვს ისრაელის შ. ჩერნიხოვსკის ეროვნული პრემია (1969), ისრაელის პრეზიდენტის სახელობის ეროვნული პრემია (1971). წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.59-60; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.555 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |