შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელ გოკიელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1898 წელს. პირველად მუშაობა დაიწყო მოსკოვის თერაპიულ კლინიკაში; 1901 წლიდან გარდაცვალებამე მუშაობდა ქუთაისში; იყო საქართველოში ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალიბის ერთ–ერთი პიონერი; მისი თაოსნობითა და ნაწილობრივ მისივე სახსრებით ქუთაისში აგრონომიულ ტექნიკუმთან აშენდა მბულატორია და რამდენიმე საწოლიანი საავადმყოფო, სადაც უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ ტექნიკუმის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, აგრეთვე ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობებს; იკვლევდა ქართველი ხალხის მედიცინის ისტორიის საკითხებს, აბასთუმნის საკურორტო ფაქტორებს; აქვეყნებდა სამეცნიერო–პოპულარულ წერილებს; მისი სახელის უკვდავსაყოფად ქუთაისში, წერეთლის ქუჩის #8 სახლის ფასადზე გაკეთებული იყო მემორიალური დაფა წარწერით: "ამ სახლში 1903-1938 წლებში ცხოვრობდა ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე გაბრიელ (გაბო) გოკიელი". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.80; ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.122-138 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |